უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შეტაკება კიევის ოლქში, ქალაქ ირპენთან ახლოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერუაშვილი.
რუსი აგრესორები, რომლებიც უკრაინულ სამხედრო ფორმაში იყვნენ გადაცმული, ტერიტორიაზე სამი ტანკით შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.
შეტაკებისას დაიჭრა კიდევ რამდენიმე სამხედრო, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
დაღუპული სამხედროების გამოყვანა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რადგან შეტაკების შემდეგ, ოკუპანტებმა ტერიტორია დაბომბეს.