შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეფასებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის ომის დამნაშავე, რადგან რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის სამოქალაქო ტერიტორიებზე თავდასხმას.
"მათ გააძლიერეს დაბომბვა ხალხის ნების გატეხვის მიზნით. გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინაში სამხედრო დანაშაულებია ჩადენილი. პირადად მე მას ვეთანხმები. მშვიდობიანი მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმა ომის დანაშაულია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ნგრევის შემდეგ, მიჭირს იმ დასკვნის გაკეთება, რომ რუსები სხვაგვარად იქცევიან. მოსკოვის ომის შედეგები მთელ მსოფლიოში იგრძნობა", - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი ექსპერტები უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულების დოკუმენტირებისა და შეფასების პროცესში არიან.
"უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი დასკვნები დაეხმარება საერთაშორისო ძალისხმევას ომის დანაშაულების გამოძიებასა და პასუხისმგებელ პირთა პასუხისმგებლობის დაკისრებაში", - თქვა მან.
16 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.