ხუთშაბათს, წმინდა პატრიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სისხლიანი დიქტატორი და წმინდა წყლის ბოროტმოქმედი უწოდა.
ირლანდიასთან მეგობრობის აღსანიშნავ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, ბაიდენმა თქვა, რომ პუტინი არის "სისხლიანი დიქტატორი, წმინდა წყლის ბოროტმოქმედი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ".
ბაიდენმა ასევე აღნიშნა ირლანდიელების განსაკუთრებული წვლილი უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, მანამდე ჯო ბაიდენმა პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.