ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძიის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტში და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტიდან. ამის შესახებ დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"პრეზიდენტი ზელენკის ადმინისტრაციასთან მე მქონდა საუბარი დღეს რამდენიმე საათის წინ, პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტში და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტიდან. მე შემიძლია, ეს დავადასტურო. მე შემიძლია, ბატონო შალვა , თქვენთან გავმართო კონსულტაციები ამაზე და ჩვენ, როგორც საქართველოს პარლამენტმა, თითოეულმა აქ მჯდომმა ჩემმა კოლეგამ და თქვენც, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, ყველამ ერთად უნდა მოვუსმინოთ პრეზიდენტს.
ოპოზიციამ დააყენეა ეს ინიციატივა მქონდა კონსულტაციები უკვე და მზად არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ ნამდვილად იმ ძალიან მძიმე პერიოდში და ომში, რომელშიც არის ახლა უკრაინა, პრეზიდენტი ზელენსკი საქართველოს პარლამენტიდან გამოეხმაუროს საქართველოს საზოგადოებას. პრეზიდენტი ზელენსკი გამოდის კონგრესში, ბუნდესტაგში, სენატში, მიმართავს ყველა ქვეყანას, ყველა ქვეყნის პარლამენტს და წარმომადგენლობით ორგანოებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სოლიდარობა არ დარჩება მხოლოდ უკრაინული დროშის გაკვრად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ახლა დიდი იმედი მაქვს,ძვირფასო კოლეგებო, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს სურვილი, რომ მიმართოს საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს საზოგადოებას, არ დარჩება მხოლოდ ოპოზიციის, ჩემი ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის მოთხოვნად. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს საზოგადოებას და საქართველოს მოქალაქეებს, თქვენ არ მოაკლებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი გააჟღერებს საქართველოს პარლამენტიდან", - განაცხადა დეკანოიძემ.
ფოტო: RFE/RL