უკრაინის პრეზიდენტმა ვილოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ვეღარ ენდობა არსებულ ინსტიტუტებს, მან უნდა ეძებოს ახალი გარანტიები და შექმნას ახალი ინსტრუმენტები. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ომი არ მთავრდება. რუსეთის ომის დანაშაულები არ სრულდება. რუსეთის ეკონომიკას ჯერ კიდევ შეუძლია გაუძლოს მის სამხედრო მანქანას.
ამიტომ საჭიროა სანქციათა ახალი პაკეტები რუსეთის წინააღმდეგ. მსოფლიომ ბოლოს და ბოლოს ოფიციალურად უნდა აღიაროს, რომ რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა.
რაც მთავარია - უკრაინამ უნდა მიიღოს მეტი დახმარება, უფრო მეტი, ვიდრე ახლა იღებს. საჰაერო თავდაცის სისტემები, თვითმფრინავები, ლეტალური იარაღისა და საბრძოლო მასალების საკმარისი რაოდენობა, რათა გააჩეროს რუსი ოკუპანტები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კონგრესის წინაშე გამოსვლისას მიმართა აშშ-ს და ყველა პასუხისმგებლიან სახელმწიფოს ახალი გაერთიანების U-24-ის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება გარანტი იმისა, რომ ყველა აგრესორი მიიღებს მსოფლიოსგან კოორდინირებულ და ეფექტიან პასუხს.