საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
ასოციაციას ამავე ორგანიზაციის წევრი თამარ ჩუგოშვილი უხელმძღვანელებს.
ახალი თავმჯდომარე ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თამარ ხიდაშელმა წარადგინა.
ასოციაციის გამგეობის წევრებმა თამარ ჩუგოშვილი თავმჯდომარედ 1 წლის ვადით აირჩიეს, თუმცა საია-ს წესდების თანახმად, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება მეორედაც აქვს იგივე ვადით.
თამარ ჩუგოშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 2003 წლიდან მუშაობს.
მისი თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მისთვის დიდი პატივია.