თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ცეკვების ანსამბლი ხალხური თვითშემოქმედების II-ე რესპუბლიკური ფესტივალის „შენ ხარ ვენახი" ლაურეატი გახდა.
ამის შესახებ რადიო „ჰერეთი" იუწყება.
მათი თქმით, ანსამბლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ფესტივალის ორგანიზატორების მიერ დაწესებული თასი და ლაურეატის დიპლომი გადაეცა.
ფესტივალი „შენ ხარ ვენახი" 19-21 ნოემბერს თელავში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ შემოქმედებითი კოლექტივები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.