ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები მომავლშიც გააგრძელებენ უკრაინისთვის პრაქტიკულ დახმარებას, მათ შორის იარაღის მიწოდებას.
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ამის შესახებ ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 16 მარტს, ბრიუსელში საგანგებო შეხვედრაზე შეთანხმდნენ. იუწყება "დოიჩე ველე".
"ჩვენ უკრაინას ვეხმარებით დაიცვას თავდაცვის ფუნდამენტური უფლებები, თავისუფლება და დემოკრატია კრიტიკულად საჭირო სამხედრო შეიარაღების მნიშვნელოვანი მოცულობის დახმარებით. დღეს მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, მათ შორის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემების, ანტისატანკო შეიარაღების შესახებ. ამასთან, ნატო-ს გენერალურ მდივანს არ დაუზუსტებია მხედველობაში აქვს მხოლოდ საზენიტო-სარაკეტო დანადგარები, რომელიც უკრაინას ნატო-ს ქვეყნებმა უკვე გადასცეს, თუ საუბარია უფრო მძლავრ, შორი მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე.