საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოცემულ ეტაპზე უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა.
სპიკერის განცხადებით, პრეზიდენტ მაკრონის ვიზიტის უკრაინაში მას შემდეგ იქნება განხილული, როგორც კი გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ეს კრიზისის დარეგულირებისთვის გაწეულ ძალისხმევას წაადგება.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეგობარი ქვეყნების ლიდერებს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდა.
უკრაინაში უკვე იმყოფებოდნენ ჩეხეთის, სლოვენიისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები.