უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის კონგრესს მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკას დამხარებისთვის მადლობა გადაუხდა და უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადება კიდევ ერთხელ მოითხოვა.
ამასთანავე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა გახდეს მსოლფიოს ლიდერი.
„დღეს საკმარისი არ არის, რომ იყო ლიდერი, უნდა იყო მსოფლიო ლიდერი, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა გახდეთ მშვიდობის ლიდერები, მშვიდობა თქვენს ქვეყანაში არაა დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე და თქვენს მოსახლეობაზე. ეს დამოკიდებულია თქვენს მეზობლებსა და მეგობრებზე. ძლიერი არ ნიშნავს დიდს, ძლიერი ნიშნავს მამაცს და მზაობას იმისთვის, რომ იბრძოლო ადამიანის უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, სიმშვიდისთვის და სიკვდილისთვის თუ შენი დრო მოვიდა. მაგრამ არ უნდა მოკვდე იმისთვის, რომ ეს შენ მეზობელს უნდა. უკრაინელი ხალხი დღეს იცავს არა მხოლოდ უკრაინას, ჩვენ ვიბრძვით ევროპული ღირებულებებისთვის, მსოფლიო ღირებულებებისთვის, უკეთესი მომავლისთვის, სწორედ ამიტომ დღეს ამერიკელი ხალხი ეხმარება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სრულიად ევროპას და მსოფლიოს იმისთვის, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ პლანეტაზე, შეინარჩუნონ სამართლიანობა და ისტორია.
თითქმის 45 წლის გახლავართ, ჩემი ასაკი შეჩერდა, დრო შეჩერდა, როდესაც ასობით ბავშვის გული გაჩერდა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სიკვდილის მანქანა და ესაა ჩემი უმთავრესი მისია. მე უნდა ვემსახურო ჩემ უკრაინელ ხალხს, და როგორც ჩემი ერის ლიდერი მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს, თქვენ ბრძანდებით უდიდესი ქვეყნის ლიდერი და გისურვებთ, რომ გახდეთ მსოფლიო ლიდერი და მსოფლიო ლიდერობა ნიშნავს, რომ იყოთ მშვიდობის ლიდერი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. დიდება უკრაინას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესის მიმართვისას.