საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდებს.
სააკაშვილის განცხადებით, ის მზად არის, უზრუნველყოს პრეზიდენტის უკრაინაში ჩასვლის ლოჯისტიკა.
"მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიბაძოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, ვინც კიევში ჩავიდა. ჩაფრინდეს პოლონეთში და იქიდან გაემგზავროს უკრაინის დედაქალაქში. მე პირადად, მზად ვარ, უკრაინელებთან ერთად უზრუნველვყო მისი ჩასვლის ლოჯისტიკა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეგობარი ქვეყნების ლიდერებს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდა.