რუსმა სამხედროებმა ჩერნიჰოვში პურის რიგში მდგომი მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.
რუსეთის ძალებმა ჩერნიჰოვის ერთ-ერთ მიკრორაიონში დახოცა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელბიც პურის რიგში იდგნენ. იუწყება უკრაინული მედია.
დაიღუპა 10 მოქალაქე.
მედიის ცნობით, სავრაუდოდ, სარაკეტო დარტმა განხორციელდა.
ინფორმაციას ადასტურებს უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩო.
"დღეს ჩერნიჰოვში რუსულმა ძალებმა პურის რიგში მდგომ 10 ადამიანს ესროლეს და მოკლეს. ასეთი საშინელი თავდასხმები უნდა შეწყდეს. ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა უზრუნველვყოთ პასუხისმგებლობის დაკისრება უკრაინაში მომხდარი ნებისმიერი სასტიკი დანაშაულისთვის", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.