უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთის წინადადება, "ავსტრიული მოდელის" ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, უკრაინისთვის მიუღებელია.
მიხაილო პოდოლიაკმა, რომელიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრია, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უკრაინის პირობებს უნდა ეფუძნებოდეს და იცავდეს ქვეყნის სუვერენიტეტს.
"ჩვენ გვესმის ჩვენი პარტნიორების მცდელობა, დარჩნენ პროაქტიული მოლაპარაკებების პროცესში. აქედან გამომდინარეობს სიტყვები "შვედური" ან "ავსტრიული მოდელის" ნეიტრალიტეტის შესახებ. მაგრამ უკრაინა ახლა პირდაპირ ომშია რუსეთთან. ამიტომ მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ "უკრაინული" და მხოლოდ ლეგალურად დამოწმებული უსაფრთხოების გარანტიებით. არავითარი სხვა მოდელები და ვარიანტები", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მანამდე, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი ღიაა სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რომლის მიხედვითაც "ნეიტრალური უკრაინა შეინარჩუნებს საკუთარ არმიას და საზღვაო ფლოტს, ავსტრიის ან შვედეთის მოდელის მსგავსად".