უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის კიდევ ერთ ქალაქის მერი და მისი მოადგილე გაიტაცეს.
კულებას თქმით, გატაცებულია ხერსონის ოლქის საპორტო ქალაქ სკადოვსკის მერი ოლექსანდრ იაკოვლევი და მისი მოადგილე იური პალიუხი.
სავარაუდოდ, მერი და მისი მოადგილე დღეს გაიტაცეს. კულება მოუწოდებს საერთაშორისოს საზოგადოებას, რუსეთს გატაცებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვოს.
რუსეთი აცხადებს, რომ ხერსონის ოლქს მთლიანად აკონტროლებს.
მანამდე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ დნიპრორუდნის მერი ევჰენი მატვიევი და მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი.