კიევში, შევჩენკოს რაიონში, ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.
უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ჭურვის ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად ჩამოინგრა მე-12 და ტექნიკური სართულები, ასევე ნაწილობრივ დაზიანდა გვერდრით მდებარე 9-სართულიანი სახლიც.
მაშველებმა შენობიდან მოსახლეობა გამოიყვანეს. ამ დროისათვის დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულია ორი ადამიანი და მიმდინარეობს სავარაუდო დაღუპულთა საძიებო სამუშაოები.