პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერებთან ერთად უკვე კიევში იმყოფება. ამის შესახებ მორავეცკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ეს ომი არის სასტიკი ტირანის შედეგი, რომელიც უკრაინაში თავს ესხმის დაუცველ მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებსა და საავადმყოფოებს! შედეგად მსოფლიომ დაკარგა უსაფრთხოების განცდა, უდანაშაულო ადამიანები კი იღუპებიან და კარგავენ მთელ თავის ქონებას.
ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევაჩეროთ აღმოსავლეთით [ევროპის] მიმდინარე ტრაგედია. სწორედ ამიტომ ვიცე-პერმიერ იაროსლავ კაჩინსკისთან, პრემიერ-მინისტრებთან პეტრ ფაილასა და იანეზ იანშასთან ერთად ვიმყოფებით კიევში", - წერს მორავეცკი Facebook-ზე და ვიზიტის ფოტოებს აქვეყნებს.