რუსეთის თავდასხმის შედეგად, კიევის მახლობლად სოფელ ჰორენკაში 24 წლის უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრა კუვშინოვა დაიღუპა. ინფორმაციას ადასტურებს Fox News-ის პროდიუსერი.
როგორც იუწყებიან, ალექსანდრა კუვშინოვა ამერიკელი მაუწყებლის, Fox News-ის ოპერატორთან ერთად მუშაობდა, რომელიც ასევე ემსხვერპლა რუსეთის აგრესიას.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ Fox News-ის , ოპერატორი პიერ ზაკრჟევსკი ბრიტანელ ჟურნალისტ ბენჯამინ ჰოლთან ერთად იმყოფებოდა ჰორენკაში, კიევის მახლობლად, როდესაც მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. პიერ ზაკრჟევსკი გარდაიცვალა, ხოლო ბენჯამინ ჰოლი მძიმედ დაშავდა და რჩება უკრაინის საავადმყოფოში.
შეგახსენებთ, 13 მარტს უკრაინაში, ქალაქ ირპინში მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი, ბრენტ რენო, ფოტოგრაფი და რეჟისორი, რომელიც წარსულში New York Times-სთვის მუშაობდა.