კრემლმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს, საგარეო საქმეთა მინისტრ მელანი ჟოლისა და თავდაცვის მინისტრ ანიტა ანანდს რუსეთში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
სანქცირებულთა სიაში შეყვანილია 313 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა კანადის პარლამენტის დეპუტატია.
"იმ პირთა შორის, რომლებიც აკრძალვას დაექვემდებარნენ, კანადის პარლამენტის თემთა პალატის დეპუტატები და აგრესიული პრობანდერული ელემენტები არიან. ეს გადაწყვეტილება ატარებს იძულებით ხასიათს და მიღებულია კანადის დღევანდელი რეჟიმის მტრული ქმედებების საპასუხოდ, რომელიც გამოვიდა წესიერების ფარგლებიდან და ამდენ ხანს ცდიდა ჩვენს მოთმინებას", - ნათქვამია აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთმა სანქციები შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და ამერიკის მთავრობის სხვა წარმომადგენლებსაც დაუწესა.