რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი გაგრაში 2014 წლის ოლიმპიადისთვის სასტუმრო კომპლექსებს აშენებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ასანიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ოკუპანტებმა გაგრაში 11 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყეს, სადაც სავარაუდოდ ოლიმპიური დელეგაციების განთავსება მოხდება.
"რუსეთის ეს ქმედებებს შეიძლება მხოლოდ ერთი შეფასება მიცეს და ეს არის ანექსია. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავკეთებთ, რომ მოსკოვმა ოლიმპიური კომიტეტის საერთშორისო ნორმები შეასრულოს, რომ უკანონო ქმედებებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო მოეღოს", - აღნიშნა ასანიძემ.