უკრაინული მედიის ინფორმაციით, უმაღლესი რადას სპიკერის მოადგილემ ალექსანდრ კორნიენკომ განაცხადა, რომ ოცი დეპუტატი საზღვარგარეთ იმყოფება.
"არის სხვადასხვა ციფრი, ახლა არ დავაკონკრეტებ... 20-მდე დეპუტატი უკრაინაში არ არის.. ეს ის დეპუტატები არიან, რომლებსაც არაპატრიოტული გამოვლინებები აქამდეც ჰქონდათ", - განაცხადა კორნიენკომ.
გაქცეული დეპუტატების ვინაობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილია. მათი საქმეებით უწყება მაშინვე დაკავდება, როგორც კი კოლაბორაციონიზმის შესახებ კანონი ძალაში შევა.
მედიის ცნობით, კანონს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. აღნიშნული კანონის თანახმად, იკრძალება აგრესორ სახელმწიფოსთან და მის საოკუპაციო ადმინისტრაციასთან, ასევე სამხდრო ფორმირებებთან თანამშრომლობა.
კანონის დარღვევა 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ამასთან, რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ დეპუტატები, რომლებიც უკრაინას დატოვებენ, მოღალატეებად ჩაითვლებიან.