სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ წარმატებულ დევნილ სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა.
აფაზეთიდან დევნილმა სამმა სტუდენტმა: სოფიო ქურსუამ, მადონა ბეჭვაიამ და გურამ კოდუაძემ სტაჟირება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში გაიარეს.
პროექტს, სახელწოდებით `პროფესიული პრაქტიკები წარმატებული მომავლისათვის~ არასამთავრობო ორგანიზაცია `წამი~ საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ახორციელებდა. ორგანიზაცია `წამს~ ხელმძღვანელობს ცნობილი მომღერალი ზაზა კორინთელი (`ზუმბა~).
პროექტის მიზანი იყო, ხელი შეეწო იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, იმ პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდელების მიღებაში, რაც აუცილებელია სამუშაო ადგილის მოძიებისა და თვითრეალიზაციისათვის.
არასამთავრობო ორგანიზაციამ `წამი~ უზრუნველყო პროექტისათვის შერჩეული ოცი სტუდენტის 21 დღიანი სტაჟირება შემდეგ უწყებებში: 3 სტუდენტი იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში; 4 სტუდენტი - ტელეკომპანია `იმედში~, რადიო `ფორტუნაში~; 4 სტუდენტი- `პროკრედიტბანკში~; 2 სტუდენტი - `კემბრიჯჰაუზში~; 2 სტუდენტი - ლაბორატორიში `მულტიტესტი~; 5 სტუდენტი - `საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრში-კავკასია~.
`ძალიან საინტერესო ინიციატივა იყო ორგანიზაცია `წამის~ მხიდან აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის სტაჟირების ორგანიზება. მე როგორც ვიცი, კმაყოფილები არიან სტუდენტები იმით, რომ მათ გაიღრმავეს პრაქტიკული ცოდნა. ჩვენ მსგავსი მიზნით ადრეც ვითანამშრომლეთ ორგანიზაციასთან და ცვინვალიდან დევნილ სტუდენტებს მივეცით საშუალება გაევლოთ რამდენიმე თვიანი პრაქტიკა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამსახურებში~,-განაცხადა ვაშაძემ.