ჩვენი ხელისუფლების წვრილმანი პოლიტიკური დემაგოგია ძალიან უფერული და უშედეგოა, წერს სოციალურ ქსელში ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. მისი განმარტებით, უკრაინაში წყდება ყველაფერი, მთავარი ფოკუსიც იქ უნდა იყოს, მის გარშემო.
"უკრაინელებს გამოთქმა აქვთ Все будет Укріна!
ყველას გონიერება უნდა გვეყოს, რომ მთავარ საკითხს არ მოვწყდეთ. უკრაინაში წყდება ყველაფერი, მთავარი ფოკუსიც იქ უნდა იყოს, მის გარშემო.
ჩვენი ხელისუფლების წვრილმანი პოლიტიკური დემაგოგია ძალიან უფერული და უშედეგოა. გაცვდა.
რაც შეგვიძლია ის უნდა ვაკეთოთ და რწმენა გავაჩინოთ ხალხში, რომ პუტინი დამარცხდა", - წერს სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძე.