უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 15 მარტის მონაცემებით:
პირადი შემადგენლობის დანაკარგი - 13 500-ს აჭარბებს;
ოკუპანტებმა დაკარგეს:
ტანკი - 404 ერთეული;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 279 ერთეული;
საარტილერიო სისტემა - 150 ერთეული;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 64 ერთეული;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 36 ერთეული;
თვითმფრინავი - 81 ერთეული;
ვერტმფრენი - 95 ერთეული;
საავტომობილო ტექნიკა - 640 ერთეული;
ხომალდები/კატერები - 3 ერთეული;
საწვავის მზიდი - 60;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 9.
გენშტაბის ინფორმაციით, მონაცემები ზუსტდება, რადგან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხელს უშლის სტატისტიკის წარმოებას.