რუსმა ოკუპანტებმა კიევის პოდოლსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში სარაკეტო დარტყმები მიაყენეს სამ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. ამასთან მტრის ჭურვი მოხვდა ოსოკორკის რაიონში ორსართულიან სახლს. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსხურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, სვიატოშინსკის რაიონში რუსული ჭურვი 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი. გარდაიცვალა ორი ადამიანი. მაშველებმა 27 ადამიანი გამოიყვანეს. ასევე სვიატოშინსკის რაიონში ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა ცხრასართულიან სახლს. ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია. პოდოლსკის რაიონში ათსართულიან სახლში ჭურვის მოხვედრის შედეგად გაჩნდა ცეცხლი. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.