მინისტრი კობა სუბელიანი საკრებულის დეპუტატ კახა გურილთან ერთად სამგორის რაიონში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. მინისტრმა იმ ობიექტის გამაგრებითი სამუშაო დაათვალიერა, სადაც დევნილები ცხოვრობენ. ყოფილი „შ.პ.ს. ვარკეთილი 97"-ის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 44 ოჯახი ცხოვრობს.
დევნილებმა შენობის გამაგრების თხოვნით სამინისტროს წერილობით მიმართეს. შესაბამისმა კომისიამ აღნიშნული საკითხი არაერთხელ განიხილა. გადაწყდა, რომ შენობის გამაგრება დაწყებულიყო, რადგან შენობა გამაგრებას ექვემდებარებოდა.
დევნილებმა მინისტრთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან კარგი საქმე კეთდება. „სამინისტროს წერილობით მივმართეთ, რომ დაგვხმარებოდნენ. რამდენჯერმე დაგვიბარეს და შეგხვდნენ კიდეც. მოგვისმინეს, კომისია არაერთხელ შეიკრიბა და გადაწყდა, რომ გამაგრებითი სამუშაო დაიწყებოდა. ეს საქმე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელობანია, შემიძლია გითხრათ, რომ შენობის დანგრევის შიში არ გვექნება. ძალიან დიდი სამუშაო ტარდება" - აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმე ციცინო მაისურაძემ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგიუოლებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნული შენობა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ: "ეს კორპუსი ავარიული იყო, ვამაგრებთ და სამუშაო დეკემბერში დასრულდება. შენობა გაზიფიცირებულია, ინდივიდუალური გამრიცხველიანება აქვთ, საკუთრებაში გადაეცემათ და აფხაზეთში დაბრუნებამდე მშვიდად და წყნარად იცხოვრებენ. ნგრევის საშიშროება მოხსნილია და რაც ყველაზე მთავარია, ეს იქნება მათი საკუთრება."
შენობის გამაგრება წლის ბოლომდე დასრულდება.