როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის ქვეშ მოექცა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
"პრეზიდენტისგან ბევრი დაუსაბუთებელი კრიტიკა და უარგუმენტაციო პოზიციონირება დავინახეთ. როგორც ჩანს, ის პირდაპირ თუ ირიბად მოექცა „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის ქვეშ. მისი განცხადებები და მოყვანილი ფაქტები თუ მართლაც რეალობაა, ბუნებრივია, შესწავლას საჭიროებს. თუ პრეზიდენტს კონსტიტუცია აქვს დარღვეული, არავის აქვს უფლება, რომ კონსტიტუცია დაარღვიოს. ვისი საქმიანობაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვა, რა თქმა უნდა, ვერც პრეზიდენტი და ვერც ნებისმიერი პირი ვერ იქნება კონსტიტუციაზე მაღლა. მით უფრო მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა თვითონ ბრძანა, რომ კონსტიტუციის გარანტია. თუ ფაქტები მართლაც რეალობაა და მან პირდაპირ დაარღვია კონსტიტუცია, ასეთ შემთხვევაში, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე და საჭიროდ მიიჩნია სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა.