საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას ეხმიანება.
ელჩი ჰარცელის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლა იყო როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი.
"პრეზიდენტის გამოსვლაზე მხოლოდ ვიტყვი, რომ ეს გამოსვლა მიმაჩნია როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი და მოუთმენლად ველოდები, როგორი იქნება რეაქცია მომავალ დისკუსიაში მის გამოსვლაზე დაყრდნობით, აქ, საქართველოში", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენება წარუდგინა.