არ არსებობს საერთშორის ორგანიზაცია, სადაც საქართველოს საკითხი განიხილა და დადებითი შედეგი არ იქნა მიღებული.
ამის შესახებ დღევანდელ სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"არ არსებობს საერთშორის ორგანიზაცია, სადაც საქართველოს საკითხი განიხილა და დადებითი შედეგი არ მიგვეღო. რა თქმა უნდა ეს არ არის ოკუპაციის დასასრული, მაგრამ ამ კუთხით წინგადაგმული ნაბიჯებია", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ოკუპაცია მხოლოდ ეუთოს და ევროპულ კავშირს არ უღიარებია.
"არ მახსენდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, გარდა დასავლეთ ევროპული კავშირის და ეუთოს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია არ უღიარებია. თუმცა, ის შედეგები, რსაც უკვე მივაღწიეთ ლისაბონში, ნატოს სამიტზე, ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის კარგი მუშაობის შედეგია და ამისთვის მათ მადლობა მინდა გადაუხადო", - აღნიშნა ბაქრაძემ.