კრემლი არ გამორიცხავს, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას, თუმცა უკრაინელი მომლაპარაკებლების მხრიდან პოზიციები უნდა იყოს ფორმულირებული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა უნდა იყოს მომზადებული, რათა შედეგები მოიტანოს.
"არავინ გამორიცხავს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობას, დიახ, რა თქმა უნდა, კონცეპტუალურად ეს შესაძლებელია", - განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, დელეგაციებმა და მინისტრებმა თავისი სამუშაოს ნაწილი უნდა შეასრულონ, რათა პრეზიდენტები ერთმანეთს არა პროცესისა და ლაპარაკისთვის, არამედ შედეგებისთვის შეხვდნენ.
"რუსული მხარის პოზიციები მკაფიოდ არის ფორმულირებული უკრაინელი მომლაპარაკებლებისათვის, ველით მათგან შემხვედრ ფორმულირებას", - განაცხადა პესკოვმა.