ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მარიუპოლის სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია კიდევ უფრო გაიზრდება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
"რუსეთის მიერ მარიუპოლის დაბომბვა, რომლის შედეგად დაინგრა სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო, სამხედრო დანაშაულია. ვლადიმირ პუტინი კლავს უდანაშაულო ქალებსა და ბავშვებს, რაც რუსეთის უფრო მეტ საერთაშორისო იზოლაციას გამოიწვევს", - წერს პეტრ ფიალა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მარიუპოლის სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.
ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარიუპოლში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 1 300-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა.