გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის დაბომბვას ეხმიანება.
ბორის ჯონსონის განცხადებით, პუტინს პასუხს აგებს საშინელი დანაშაულებისთვის.
"ცოტა რამ არის უფრო ამაზრზენი, ვიდრე მოწყვლადი და დაუცველი ადამიანების მიზანში ამოღება. დიდი ბრიტანეთი ეძებს გზებს უკრაინისთვის უფრო მეტი მხარდაჭერისთვის, რათა შეძლოს საჰაერო თავდასხმებისგან თავის დაცვა .ჩვენ პუტინს პასუხს ვაგებინებთ საშინელი დანაშაულებისთვის", - დაწერა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროს შენობებზე. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა.