რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს და მთლიანად გაანადგურეს დაწესებულების შენობა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება სამშობიაროსა და პედიატრული განყოფილების კორპუსებს შორის მოხდა.
ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალები. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
"ნგრევა კოლოსალურია. სამედიცინო დაწესებულების კორპუსი, სადაც ცოტა ხნის წინ ბავშვები მკურნალობდნენ, მთლიანად განადგურებულია. დაშავებულ ბავშვებზე ინფორმაცია ზუსტდება", - ნათქვამია მარიუპოლის საქალაქო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპანტების ქმედებას ბარბაროსობა უწოდა, დასავლეთს მყისიერი რეაგირებისა და უკრაინის ცის დახურვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.