დღეს, კიევის ცენტრში დამოუკიდებლობის მოედანზე, კიევის სიმფონიურმა ორკესტრმა, ჰერმან მაკარენკოს დირიჟორობით გამართა კონცერტი, სახელწოდებით "თავისუფალი ცა".
არტისტები უერთდებიან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას და მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოაცხადოს უკრაინის ცა არასაფრენ ზონად.
ორკესტრმა შეასრულა უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე არაერთი ცნობილი უკრაინული მუსიკალური ნაწარმოები.
ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტს რამდენიმე ათეული მოქალაქე ესწრებოდა.