უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსეთს მოსთხოვოს ცეცხლის შეწყვეტა და სპეციალურ სარემონტო ჯგუფებს შესაძლებლობა მისცეს აღადგინონ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება.
ამის შესახებ მინისტრი Twitter-ზე წერს.
"დაზიანებულია ერთადერთი ელექტროქსელი, რომელიც კვებავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და ყველა მის ბირთვულ ობიექტს, რომლებიც რუსეთის არმიას აქვს დაკავებული. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და სარემონტო ჯგუფებს შესაძლებლობა მისცეს აღადგინონ ელეტქრომომარაგება", - წერს კულება.
ის აღნიშნავს, რომ სარეზერვო დიზელ-გენერატორები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 48-საათიან მუშაობაზეა გათვლილი. ამის შემდეგ ბირთვული საწვავის გადამუშავებული გაგრილების სისტემის საცავი ჩერდება, რაც რადიაციის გაჟონვას გარდაუვალს ხდის.
"პუტინის ბარბაროსული ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. მან ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს!" - წერს კულება.
რუსი ოკუპანტების საომარი მოქმედებების შედეგად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
საბრძოლო მოქმედბები გრძელდება, რაც შეუძლებელს ხდის სარემონტო სამუშაოებსა და ელექტრომომარაგების აღდგენას. ქალაქი სლავუტიჩი დენის გარეშეა დარჩენილი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, კავშირი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებთან, საიდანაც სააგენტო მონაცემებს დისტანციურად იღებდა, შეწყვეტილია.