"ჩვენ ხვალ გვეყოლება საქართველოში უკრაინელი მოქალაქეებისა და რუსი მოქალაქეების დიდი რაოდენობა და მე მეეჭვება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლოს ელემენტარული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მათ შორის ურთიერთობები ძალიან დაიძაბება და ბუნებრივია მაშინ, როდესაც ქვეყანაში მიღებაზე მიდგება საქმე უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ომის და სიკვდილის საფრთხეს გაურბიან ქვეყნიდან ანუ უკრაინელებს“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ.
მისი თქმით, ვახტანგ გომელაურს ვერ დაეთანხმება, რადგან არ შეიძლება შევადაროთ რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა წინა წლებს.
"მაშინ მოქალაქეები შემოდიოდნენ მოკლე ვადიანი ტურისტული ინტერესით ახლა ისინი აპირებენ განუსაზღვრელი დროით იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს ცხელი ომი, ჩვენ ხვალ გვეყოლება საქართველოში უკრაინელი მოქალაქეებისა და რუსი მოქალაქეების დიდი რაოდენობა და მე მეეჭვება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლოს ელემენტარული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მათ შორის ურთიერთობები ძალიან დაიძაბება და ბუნებრივია მაშინ, როდესაც ქვეყანაში მიღებაზე მიდგება საქმე უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ომის და სიკვდილის საფრთხეს გაურბიან ქვეყნიდან ანუ უკრაინელებს, მეორე პრობლემა, რომელიც ამ უპასუხისმგებლო მთავრობის ხელში შეიძლება დაგვიდგეს არის ის, რომ რუსეთის მოქალაქეები აპირებენ ბიზნეს საქმიანობის დაწყებას საქართველოში და მათი მეშვეობით შეიძლება მოხდეს საქართველოს ხელისუფლების ჩართულობით და თვალის დახუჭვით სანქციებისათვის გვერდის ავლა, რაც ძალიან მძიმე ფასი დაუჯდება ქართველ ხალხს და დიდ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს.“ - განაცხადა ბობოხიძემ.