საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ლუკოილის" წინააღმდეგ გამოდის.
როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ლუკოილში" საწვავის ჩასხმით უკრაინისა და საქართველოს ოკუპანტებს ბავშვების მკვლელობაში ვახალისებთ.
"მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ნუ ჩაასხავთ საწვავს "ლუკოილში". ჩვენ ამით უკრაინისა და საქართველოს ოკუპანტებს ბავშვების მკვლელობაში ვახალისებთ.
"ლუკოილში" შეუძლია ჩაასხას "ალტ-ინფოს" და ივანიშვილის ხელის ბიჭებს. ნამდვილი ქართველი, არ შეიძლება, რაიმე ფორმით ოკუპანტის მანქანის ნაწილი იყოს", წერს მიხეილ სააკაშვილი.