შს მინისტრის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში საქართველოში შემოსულია რუსეთის 20 000 მოქალაქე, როდესაც 2019-ში შემოსული იყო 40 000, ანუ თითქმის ორმაგი, ანალოგიური 13 დღის განმავლობაში.
"ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში არის 20 000 ადამიანზე ცოტა მეტი. როცა, ვთქვათ, 2019-ში შემოსული იყო 40 000. ანუ თითქმის ორმაგი, ანალოგიური 13 დღის განმავლობაში. ეს არის არა მთელი წლის, არამედ ის 13 დღე, ანალოგიურად, ვთქვათ, 24 თებერვლიდან დღევანდელ 9 მარტამდე. ეს 13 დღე აღებულია 2019 წელიც, 2020 წელიც. შედარებით ნაკლებია შემოსული, ნახევარია შემოსული. აქედან კიდევ ძალიან ბევრი შემოდის, მაგალითად, თურქეთიდან ჩრდილოკავკასიის მოსახლეობა, ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავის ქვეყნებში, გაჩერდა ფრენები. უმეტეს შემთხვევაში არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც თურქეთში, სტამბოლში, ანკარაში ქირაობენ ავტობუსებს, ოჯახებით მოდიან და პირდაპირ გადიან ლარსიდან. ესეც ითვლება ამ ხალხში, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, თუმცა ტოვებენ ქვეყანას, გადიან. რომ ვთქვა, ნახევარი რჩება, არ რჩება. დაახლოებით სამი ათასია, რომლებიც შემოვიდნენ და ჯერ არ გასულან“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.