დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
ქვეყნის მთავრობის განცხადებით, გარდამავალი პერიოდი ბაზარს, ბიზნესსა და მიწოდების ჯაჭვებს საკმარისზე მეტ დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად.
როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, რუსულ ნავთობზე დიდი ბრიტანეთის მოთხოვნის 8% მოდის.
რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტის სრული აკრძალვის გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც მიიღო.