პარლამენტის სასესიო დარბაზთან ქუთაისში მშენებარე პარლამენტის შიდა ინტერიერის ამსახველი ფოტოები გამოიფინა. ფოტოებზე წარმოდგენილია თუ როგორი იქნება 2012 წელს ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობის როგორც გარე ფასადი და ბაღი ასევე შიდა ინტერიერი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფოტოგამოფენის მიხედვით, ახალი პარლამენტის წინ საკმაოდ დიდი ბაღი გაშენდება. რაც შეეხება შიდა ინტერიერს პარლამენტი ევროპული სტანდარტებით, ულტრათანამედროვე ავეჟით და ტექნიკა იქნება აღჭურვილი.
შეგახსენებთ რომ ქუთაისში ახალ პარლამენტის მშენებლობა 2012 წელს უნდა დასრულდეს, რომელშიც წინასწარი ინფორმაციით 217 ოთახი იქნება. ახალ პარლამენტში სესიები გაიმართება, ხოლო დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში კი საკომიტეტო მოსმენები.