ევროკავშირმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენია. ამის შესახებ საქართველოს სს მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ბრიფინგზე განაცადა.
მისი თქმით, განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირი აქვეყნებს ევროსაბჭოს გენმდივნის მოხსენებაზე რუსეთ საქართველოს ომის შესახებ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"მოხსენებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა განაცხადა, რომ სავალდებულო წესით უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ მონიტორინგი რუსეთის ფედერაციაზე, რაც მთავარია დაშვებული იქნეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით სადამკვირვებლო მისიები. ევროკავშირის 35 ქვეყანა საუბრობს საქართველოს ოკუპაციაზე. ეს არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ჩვენი გრძელვადიანი მიზნებისთვის, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების სრულ დეოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე იურისდიქციის აღდგენას. ეს არის ამავდროულად საქართველოს როგორც საერთაშორისო მოთამაშის როლის დამკვიდრებაზე საერთაშორისო სივრცეში. მოკლევადიან პერსპექტივაში კი ეს ნიშნავს რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ოკუპანტთან მოლაპარაკების დაწყება და ამის მეშვეობით საქართველო დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ და სამართლებრივ მდგომარეობას, როგორსაც მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს. შესაბამისად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ დიალოგის მეშვეობით დაიწყება საქართველოს დეოკუპაციის პროცესი", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისი განმარტებით, რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის დაწყება საქართველოს მეგობრებისა და მოკავშირეების შუამდგომლობით არის შესაძლებელი.