საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური ანგარიშით 14 მარტს მიმართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის სურვილი იყო, რომ ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 5 მარტს წარმდგარიყო, თუმცა მისი ეს ინიციატივა "ქართული ოცნების" უმრავლესობამ არ გაიზიარა და პრეზიდენტს გამოსვლისთვის 15 მარტი შესთავაზა.