ირლანდიაში, სატვირთო მანქანა, პროტესტის ნიშნად, რუსეთის საელჩოს ჭიშკარს შეეჯახა. იტყობინება ირლანდიური გამოცემა Irishtimes-ი.
სატვირთო მანქანის მძღოლმა თავისი ქმედება ახსნა, როგორც პროტესტი უკრაინაში ომის წინააღმდეგ.
"მინდა, რომ ელჩმა და მისმა კოლეგებმა დატოვონ ირლანდია. ეს თავისუფალი ქვეყანაა", - განაცხადა მან.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მამაკაცი პოლიციამ დააკავა.