რუსი მილიარდერი, პუტინის ახლო მოკავშირე, რუსული ალუმინის გიგანტის, Rusal-ის დამფუძნებელი ოლეგ დერიპასკა გამოდის მოწოდებით, უკრაინაში "რაც შეიძლება მალე დამყარდეს მშვიდობა".
ამ მოწოდებით, ოლიგარქი დერიპასკა "ტელეგრამის" საკუთარ არხზე გამოვიდა.
"ჩვენ გვჭირდება მშვიდობა", - თქვა დერიპასკამ და დასძინა, რომ კონფლიქტის შემდეგ, "მთელი მსოფლიო, მათ შორის რუსეთი, განსხვავებული იქნება".
ომის დასრულების მოწოდებით, დერიპასკა 4 მარტსაც გამოვიდა. მაშინ მან უკრაინის ატომური ელექტროსადგურების შესაძლო დაზიანების გამო შეშფოთებაც გამოთქვა.
ოლეგ დერიპასკა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების სიაშია.