რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას ცინიკურად განაცხადა, რომ რუსი სამხედროები "შეუძლებელს აკეთებენ მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად". ამასთან, მან უკრაინულ მხარე "ტერორისტების ტაქტიკის" გამოყენებაში დაადანაშაულა. იუწყება უკრაინული მედია.
მისი თქმით, რუსეთმა რამდენჯერმე გამოაცხადა სიჩუმის რეჟიმი უკარინის ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით, მაგრამ უკრაინელი "ნაცბატალიონები ხელს უშლიან და მიმართავენ ძალადობას".
მან ევროკავშრს მოუწოდა, კიევი "აიძულოს, პატივი სცეს ჰუმანიტარულ სამართალს".
მიშელმა Twitter-ზე დაწერა, რიმ პუტინთან განიხილა უკრაინაში არსებული ტრაგიკული მდგომარეობა. ამასთან, აღნიშნა, რომ ევროკავშირო მტკიცედ გმობს ურაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.
მიშელმა პუტინს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და უზრუნველყოს უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფანი მოსახლეობის ევაკუაციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებისთვის.
როგორც ცნობილია, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ამზადებს სანქციათა მორიგ რაუნდს. მისი ნაწილი, შესაძლოა, უკვე სამშაბათიდან დაწესდეს.