"შემთხვევითი არ არის დაბომბის ქვეშ მყოფი გმირი უკრაინელი ხალხის ხელისუფლების რეაქცია. არ არის ეგ შემთხვევითი, მათ ეს მიზანი არ აქვთ, უბრალოდ სხვა გზასაც არ უტოვებენ", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"არ ახსენებენ რუსეთს, ეს არის სამარცხვინო, არ ვიცი რომელი ერთი გავიხსენო, ისინი ერთდროულად უკრაინას მხარს უჭერენ, ოღონდ რუსეთის წინააღმდეგ არა. აბა რაში უჭერენ მხარს თუ რუსეთს ვერ ახსენებ, ეს არ არის შემთხვევითი, რომ ამ სიტყვას არ ხმარობენ. ის რომ საქართველოსნაირი ქვეყანა, რომელიც იმ სასტარტო პოზიციებზე იყო ივანიშვილის რეჟიმის მიუხედავად, სადაც ვიყავით 2012-ში და ამის შემდეგ ქართული საზოგადოების პოზიციის გამო. საერთაშორისო ასპარეზზე რომელიღაცა რეზოლუციას შეურთდება გაეროში, რომელიც ცალკე აღებული როგორც კომპონენტი, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს, მაგრამ არ არის პუტინის რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი ყველაზე უფრო. ამავე დროს პროპაგანდას აწარმოებს ჩვენი სამარცხვინო პრემიერმინისტრი რომ ქვია, ის პირი, ღარიბაშვილი რომ თურმე უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში იარაღის თვალსაზრისით დახმარებას აზრი არ აქვსო და არასწორია, არც სანქციები მუშაობს და ამიტომ დიპლომატიაა საჭირო, ანუ რასაც რუსეთის მოკავშირეები იძახიან და იძახდნენ დასავლეთში, ვინც იყო ამ ცოდვაში შემჩნეულნი, იმის გზავნილი აქვს. როდესაც ის არათუ სანქციებს არ უერთდება, რაც დისკუსიის საგანი შეიძლება ყოფილიყო, რომელ აქციას შეიძლებოდა შეერთებულიყო, რომელთან შეერთება იქნებოდა ეფექტური, რომელს შევძლებთ და რომელს ვერა, არამედ კამპანიას ეწევა ამ საკითხზე უკრაინის წინააღმდეგ უიმედობის, აი ხო ხედავთ მხოლოდ მისი ჯარისკაცები იბრძვიანო ანუ სხვა მხარეზე არიან რეალურად. როდესაც ირკვევა რომ იმ ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩემი აზრით მორალურად და შესაძლოა პოლიტიკურადაც არასწორად ფრთხილობენ, აქტიურად მოქმედებს რომ კერძო მოქალაქეებს ხელი შეუშალონ უკრაინაში ჩასვლაში. ანუ მოქმედებს პუტინის რუსეთის რეჟიმის სასარგებლოდ, მარტო პასიური და ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანო კი არაა. ეს მხარდაჭერა კი არ არის, ეს არის მტრობა, მაშინ როდესაც ცდილობ რომ მოატყუო ვიღაცა რომ სადღაც რეზოლუციას მხარი დაუჭირე, როცა საქართველო ხარ, რომელიც რეზოლუციას კი არ უნდა უჭერდეს მხარს ამ ვითარებაში, უნდა იყოს მთავარი სპიკერი ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მორალური ვალდებულებიდან გამომდინარეც ამავდროულად. ეს ამბავიც, როცა ირკვევა, რომ მაშინ როდესაც იქ სისხლი იღვრება, ჩვენ გვყავს ბიუროკრატია, რომელიც იძახის რომ ახლა რაღაც ხეირს მეწარმეთა პატარა წრისთვის საკუთარი თავისთვის მივიღებთ, ამ ხელისუფლების ტრადიციიდან გამომდინარე, პირდაპირ პუტინის რეჟიმს ეხმარება, ცდილობს, რა გამოუვა სხვა საკითხია. ამიტომ შემთხვევით არ არის დაბომბის ქვეშ მყოფი გმირი უკრაინელი ხალხის ხელისუფლების რეაქცია. არ არის ეგ შემთხვევითი, მათ ეს მიზანი არ აქვთ, უბრალოდ სხვა გზასაც არ უტოვებენ, როცა დაუკავშირდნენ და უთხრეს რომ ამას ვშვებითო, იციან რომ არასწორად იქცევიან და მოატყუეს, ოღონდ იმის გამო რომ არიან გახრწნილი რეჟიმი ყველანაირად, იქვე გაეპარათ, რომ სააგენტოს ხელმძღვანელმა სიამაყით თქვა, წარმატებას მივაღწიეთო. ეს არის კატასტროფული რეალობა, რომელიც გვაქვს და საზოგადოებამ დღესვე უნდა იცოდეს რეჟიმის შემდეგ რა იქნება გასაკეთებელი, რა უნდა მოხდეს, თუ ამას ექნება შემაკავებელი რაიმე ეფექტი, ესეც საქმეა, მორალურად აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ჩვენი ამისთვის ვიყოთ მზად და ვიმოქმედოთ", - თქვა გიგა ბოკერიამ.