ხარკოვში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მოიერიშე ჩამოაგდეს. ინფორმაციას ხარკოვის თავდაცვის შტაბი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მტერმა კატაპულტირება ვერ მოასწრო და ადგილზე მოკვდა.
ამასთან, ქალაქის მოსახლეობას მოუწოდებენ თავშესაფრებში გადავიდნენ, რადგან უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავების მიერ ქალაქის მასირებული დაბომბვაა მოსალოდნელი.