რუსმა ოკუპანტებმა ირპენიდან ევაკუაციის დროს მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, მძიმეა ერთი დაჭრილის მდგომარეობა.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ოკუპანტებმა მშვიდობიან მოქლაქეებს ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან გაუხსნეს. დაღუპულები, შესაძლოა, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.
ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთის საოკუპაციო ძალები ინტენსიურად ბომბავენ ირპენს, ბუჩას, გოსტომელს, ბოროდიანკას, ვასილკოვსა და ვორზელს.