საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ არის [რუსეთის წინააღმდეგ] სანქციებთან შეერთება და ცივილიზებული სამყაროს გვერდით დგომა ამ ვითარებაში საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსი:
"რუსეთის მხარდამჭერი პოლიტიკის გაგრძელებიდან სულ რამდენიმე თვეში:
1. ქართული ბიზნესი და ეკონომიკა არაფერი აღარ ეღირება
2. ქართული ტურიზმის ინდუსტრია აღარ იარსებებეს, არავინ ნორმალური აქ არ ჩამოვა
3. არ იარსებებს არანაირი მედია, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია
4. არანაირ ღვინოს, ვაშლს და მწვანილს არავინ იყიდის
5. დასავლური კაპიტალი შეგვიძლია დიდი ხნით დავივიწყოთ
უბრალოდ ვიქნებით, ძალიან ღარიბი, რუსეთის სამხედრო ბაზა სამხრეთ საზღვრებთან. დამონებული, რუსული ჩექმის მომსახურე პერსონალი.
ერთადერთი სწორი გზა არის შევუერთდეთ ყველა სანქციას და დასავლური კოალიციის სრულუფლებიანი ნაწილი ვიყოთ (გვეკუთნის ისტორიულად, მორალურად და პრაგმატულად).
- პირდაპირი ფრენები ისედაც არ გვაქვს, ცა ოფიცილურად უნდა დაიხუროს
- ფინანსური სექტორი დეფაქტო მიერთებულია ისედაც და თუ ვინმე სანქცირებულ კაპიტალს გაატარებს, მყისიერი რეაგირება უნდა მოყვეს
- შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი, როგორც ბევრ სხვა ქვეყანასთან გვაქვს
- შევაჩეროთ ყველა პროპაგანდისტული მაუწყებლობა
- ცალკე სპეციალური რეჟიმი დავაწესოთ რუსეთიდან პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლებისთვის
- სასწრაფოდ დავიწყოთ ნებისმიერი რუსული პროდუქციის ჩანაცვლება
პუტინისთვის საუკეთესო სცენარითაც კი, უზარმაზარ ჩრდილოეთ კორეას ვღებულობთ მეზობლად!!! ერთიანობის, ბევრი მუშაობის და ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვის ბრძოლის დროა".