"ეს ომი მხოლოდ უკრაინაზე არ ახდენს გავლენას. ომი იყო უკანასკნელი, რაც ვინმეს შეიძლება ნდომოდა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოლდოვაში, სადაც ის შეხვედრებს მართავს.
ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ აშშ პუტინსა და რუსეთის მთავრობაზე ზეწოლა აგრძელებს. მისივე თქმით, შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთანაც.
"ეს ომი მხოლოდ უკრაინაზე არ ახდენს გავლენას. ომი იყო უკანასკნელი, რაც ვინმეს შეიძლება ნდომოდა. მისი შედეგები უკრაინასა და მეზობლებს ცდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინასა და მისი მეზობლების მხარდასაჭერად, რომლებიც უკრაინელ ხალხს გვერდში უდგას. ვაგრძელებთ ზეწოლას პუტინსა და მის მთავრობაზე, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან," - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.