დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ომთან დაკავშირებით პარტნიორებს მოქმედების გეგმას შესთავაზებს. გეგმა ექვსი პუნქტისგან შედგება და მას პრემიერი მომავალ კვირას კანადის, ნიდერლანდებისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერებს წარუდგენს. იუწყება CNN.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ჯონსონი აპირებს მოუწოდოს პარტნიორებს, მოახდინონ უკრაინისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება, ასევე მხარი დაუჭირონ უკრაინას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფაში და მაქსიმალურად გააძლიერონ ეკონომიკური ზეწოლა პუტინის რუსეთზე.
ბრიტანეთი ასევე მოუწოდებს პარტნიორებს აღკვეთონ მცოცავი ნორმალიზაცია, იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, გამოიყენოს დიპლომატიური გზები დეესკალაციისათვის, მაგრამ მხოლოდ უკრაინის კანონიერი მთავრობის სრული მონაწილეობით და დაიწყოს სწრაფი კამპანია ევროატლანტიკურ რეგიონში უსაფრთხოების გამყარების მიზნით.
"პუტინი უნდა დამარცხდეს, და ეს უნდა აღინიშნოს, როგორც მისი აგრესიის მარცხი. საკმარისი არ არის ჩვენი მხარდაჭერა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო წესრიგის სამართალს - ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ მისი სამხედრო ძალით გადაწერის მუდმივი მცდელობა", - ნათქვამია ჯონსონის განცხდებაში.